აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი ბათუმი ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ბათუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული დანიშნულების ადგილია მთელს შავიზღვისპირეთში. ქალაქის კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 5 ვარსკვლავიან ბრენდულ სასტუმროებს, კაფე-ბარებს და რესტორნებს და ტურისტულ ატრაქციებს.
რატომ ბათუმი?
საკურორტო ადგილი ჩაქვი ბათუმიდან სულ რაღაც 9 კილომეტრში მდებარეობს და თავისი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა საბანაო ზოლითა და უნიკალური მიკროკლიმატით ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის.
აქვე ახლომახლო მდებარეობს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტები: ბათუმის ბოტანიკური ბაღი და მტირალას ეროვნული პარკი.
დასავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის გასაყარზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქვეყნა მთელს მსოფლიოში, საქართველო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საერთაშორისო მოგზაურებს შორის. 2018 წელს საქართველომ 8.7 მილიონ ვიზიოტრს უმასპინძლა, ხოლო მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) საქართველო მეოთხე ადგილზე დაასახელა, როგროც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული დესტინაცია. ტურიზმთან ერთად, მშენებლობა ერთ-ერთი წამყვანი და დინამიურად განვითარებადი სექტორია ქვეყანაში. საქართველოში უძრავ ქონებაში დაბანდების მსურველების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.