LIVE
აქცია
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი კოვიდ-19-ის ფონზე
24 ივლისი, 2020

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი საქართველოს მასშტაბით სიდიდით მეორეა თბილისის შემდეგ და დინამიურობით და აქტიურობით გამოირჩევა. ამავდროულად, მას მნიშვნელოვანი წილი შეაქვს რეგიონის ეკონომიკურ აქტივობებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარის სიცოცხლისუნარიანობა და ატიურობა მნიშვნელოვანწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, ვინაიდან, როგორც Cushman and Wakefield-ის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, უძრავი ქონების შეძენის უდიდესი წილი (64 %) სწორედ უცხოელებზე მოდის.

 

 

ვინაიდან კოვიდ-19-მა ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ტურიზმის სექტორს მიაყენა, ბუნებრივია ეს ნეგატიური შედეგები ავტომატურად აისახა ტურიზმზე დამოკიდებულ სამშენებლო სექტორზეც.

 

მშენებლობის პროცესის შეფერხება

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ბათუმში მიმდინარე მშენებლობები. მშენებლობის პროცესი შეჩერდა გამოკითხული კომპანიების უმეტესობაში და ამ პერიოდმა 20 დღიდან 2 თვემდე გასტანა. ამჟამად დეველოპერების აბსოლუტურ უმრავლესობას განახლებული აქვს პროცესი, თუმცა ყველა მათგანი სრულად ამუშავებული ჯერ კიდევ არ იყო მაისის მეორე და მესამე კვირებში.

აღსანიშნავია, რომ ციტრონ გრუპი იმ კომპანიებს შორისაა, ვინც პანდემიის დროს შეძლო სტაბილურობის შენარჩუენება და სამშენებლო პროცესების სწრაფად და ეფექტურად აღდგენა. შედეგად, დასასრულს უახლოვდება ციტრონ რეზიდენს ჩაქვის მშენებლობა, ხოლო აქტიურ ფაზაშია ციტრონ ბათუმის სამშენებლო პროცესი.

 

გაყიდვების შემცირება

Cushman and Wakefield-ის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად 2020 წელს პირველი კვარტლის გაყიდვების დინამიკა მზარდი იყო და მთლიანობაში გაყიდული აპარტამენტების რაოდენობამ 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 11%-ით გადააჭარბა. თუმცა, ტრანზაქციების კლება უკვე მარტიდან შეინიშნება. რაც შეეხება აპრილის თვეს, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებმა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 94%-ით იკლო. მაისის თვეში გაყიდვები შედარებით გაიზარდა, თუმცა 2019 წლის იმავე თვესთან მიმართებაში მაინც 75%-ით ნაკლებია.

ზაფხულის სეზონს ადგილობრივი დეველოპერებისთვის ძალიანი დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში აღინიშნება გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად 2019 წელს ივნისი-სექტემბრის თვის გაყიდვებმა მთლიანი წლის გაყიდვების 41% შეადგინა.

 

 

თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების და დაწესებული შეზღუდვების გამო, დეველოპერების მოლოდინები ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც არ არის ოპტიმისტური. გამოკითხული დეველოპერების უმრავლესობას გაყიდვების მაჩვენებლის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლების მოლოდინი აქვს, რაც სეზონზე გაყიდვების 30% დან 80% ვარდნის ვარაუდს გულისხმობს.

 

საფასე პოლიტიკა

მიუხედავად არსებული სიტუაციისა და პესიმისტური მოლოდინებისა, ბათუმის დეველოპერების აბსოლუტური უმრავლესობა ინარჩუნებს არსებულ საფასე პოლიტიკას და არ აპირებს გასაყიდი ფასის კლებას.

როდის მოახერხებს ბათუმის სამშენებლო სექტორი სრულ აღდგენას და რა საბოლოო გავლენას მოახდენს კოვიდ-19 სექტორზე- ეს საკითხები პირველ რიგში ვირუსის განვითარების დინამიკაზე და ვირსუსის შედეგების შემსუბუქებისკენ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობაზეა დამოკიდებული.

 

სტატია მომზადებულია Cushman and Wakefield-ის კვლევის საფუძველზე.

created by