LIVE
აქცია
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დინამიკა (2017-2020 წ)
31 აგვისტო, 2020

საქართველოში სამშენებლო სექტორი საკმაოდ აქტიური და დინამიურია, თუმცა აქტიურობა ქვეყნის მასშტაბით არათანაბრად ნაწილდება და ძირითადად თბილისსა და ბათუმზეა კონცენტრირებული. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისისა და ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზქციების მოცულობას შორის ძალიან დიდი სხვაობა, რაც ალბათ ბუნებრივიცაა ქალაქების მასშტაბებიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან და ეკონომიკური აქტიურობიდან გამომდინარე.

 

ტრანზაქციების მოცულობა

საინტერესოა ბოლო 3 წლის (2017-2019) წლის ტრანზაქციების შეჯამება საქართველოს მასშტაბით. საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ჯამში საქართველოში 2017-2019 წლებში უძრავი ქონების ბაზარზე 2 572 314 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც მოიცავს, როგორც პირველად ის მეორად გაყიდვებს.

აქედან:

  • 716 761 ტრანზქცია განხორციელდა თბილისში
  • 181 577 ტრანზქცია განხორციელდა ბათუმში

 

ბათუმში განხორციელენბული ტრანაზაქციების დინამიკა წლების მიხედვით

აღასღნიშნავია, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 3 წლის სტატისტიკა კი შემდეგნაირია.

2017

2018

2019

56 185

58 792

66 600

ჯამში

181 571

 

 

2020 წლის ტრანზქციები

2020 წელს უძრავი ქონების ბაზარზე, ისევე, როგორც ყველა სხვა სფეროზე, კოვიდ-19 პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. წლის დასაწყისი ოპტიმისტური იყო და ტრანზქციების ზრდა ფიქსრიდებოდა, თუმცა მარტის თვიდან დაიწყო ტრანზაქციების ვარდნა, რამაც ყველაზე დიდ ნიშნულს -81 %-ს აპრილის თვეში მიაღწია. ვარდნა შემდგომ თვეებშიც გაგრძელდა, თუმცა უკვე შემცირებული მასშტაბით. შედეგად, ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით ივნისის თვეში ტრანზქციების -12 პროცენტი დაფიქსრიდა.

 

სტატიის ავტორი: shindi

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

created by