თუკი ახალი ბინის შეძენას ფიქრობთ, ალბათ ერთი-ერთი მთავარი კითხვა, რაც თავში მოგდით არის: რა ფართობის ბინა უნდა შევიძინო?
ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა დამოკიდებულია თქვენს მიზნებზე, რისთვის ან ვისთვის აპირებთ ბინის შეძენას.
მოდით განხვილოთ რამდენიმე კატეგორიის ბინა და მათი შეძენის „პოპულარული“ მიზნები.
მაშ ასე, დავიწყოთ.
სტუდიო
სტუდიოს ტიპის ბინები ხშირ შემთხვევაში 27 კვადრატული მეტრიდან იწყება და ერთ საერთო სივრცეს მოიცავს, სადაც გაერთიანებულია საძინებელი, მისაღები სივრცე და სამზარეულო. მსგავსი ტიპის ბინებს თავისი ზომიდან გამომდინარე ყველაზე ხშირად დასასვენებელი-საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობენ, რაც მის შემდგომ გაქირავებას და მისგან შემოსავლის მიღებას გულისხმობს.
1 საძინებლიანი
ერთ საძინებლიანი ბინები სტუდიოსგან განსხვავებით იზოლირებულ საძინებელ ოთახს და გაერთიანებულ მისაღებს და სამზარეულოს მოიცავს. მსგავსი ტიპის ბინები ხშირ შემთხვევაში 45 კვადრატული მეტრიდან იწყება. მსგავი კატეგორიის ბინებით უმეტესწილად დაინტერებულები არიან ახალგაზრდა წყვილები, თუმცა საკმაოდ ხშირად 1 საძინებლიან ბინებს საინვესტიციო-გაქირავების მიზნითაც ყიდულობენ.
2 საძინებლიანი
2 საძინებლიანი ბინების ფართი ხშირ შემთხვევაში 60+ კვადრატული მეტრიდან იწყება და როგორც სათაური გვეუბნება 2 იზოლირებულ საძინებელს, მისაღებ ოთახს და სამზარეულოს მოიცავს. მსგავსი ტიპის ბინების შეძენით უმეტეს შემთხვევაში 3 და მეტი წევრისაგან შემდგარი ოჯახები ინტერესდებიან.
რას გვეუბნება სხვა წყაროები?
“კოლიერს ინთერნეიშენალს” თავის ერთ-ერთ კვლევაში გაანალიზებული აქვს 2012-2017 წლებში შეძენილი ბინების რაოდენობა ზომების მიხედვით. როგორც კვლევა ცხადჰყოფს, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების ყველაზე დიდი წილი იმ ბინებზე მოდიოდა, რომელთა ფართობი 50 კვ. მეტრამდე იყო.
“ციტრონ რეზიდენს ბათუმში” თქვენს საჭიროებებზე მორგებული, თითქმის ნებისმიერი ზომის ბინის შეძენა შეგიძლიათ. ამასთანავე, ჩვენი უპირატესობა თავისუფალი გეგმარებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი შეძენილი ფართის დაგეგმარება თქვენივე სურვილებიდან გამომდინარე შეგიძლიათ.