LIVE
აქცია
რატომ შევიძინოთ უძრავი ქონება ბათუმში?
17 სექტემბერი, 2020

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სიდიდით მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ. ამასთანავე, პანდემიამდე ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი წლიდან წლამდე მზარდი სტატისტიკით გამოირჩეოდა. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მზარდ მოთხოვნას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

 

1. დინამიურად მზარდი ტურისტული სექტორი

აჭარა და ბათუმი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ტურისტული ცენტრია, სადაც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა სტაბილურად იზრდებოდა პანდემიამდე. მაგალითისთვის, წინა წელს აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. მზარდი ტურისტული ნაკადები პირდაპირ აისახება ბათუმში უძრავი ქონების მოთხოვნაზე.

 

2. ტურიზმის სახეობების მრავალფეროვნება

მდიდარი ბუნებრივი პირობების და მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წყალობით აჭარა ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მას ოთხივე სეზონის ტურისტული დანიშნულების ადგილად აქცევს. საზღვაო ტურიზმთან ერთად პოპულარულ ტურისტულ სახეობებს შორისაა: სამთო-სათხილამურო ტურიზმი, ეკოტურიზმი, სოფლის ტურიზმი, ფრინველებზე დაკვირვება და ა.შ.

 

3. საერთაშორისო აღიარებები

აჭარის მზარდ ტურისტულ ტენდენციებს საერთაშორისო აღიარებებიც ადასტურებს. 2019 წელს „World Travel Award-მა“ აჭარა გამოაცხადა გამარჯვებულად ნომინაციაში "ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულება".

გარდა ამისა, 2019 წელს ბინების გაქირავების ყველაზე პოპულარულმა პლატფორმამ „Airbnb-ის“ ბათუმი 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად სამოგზაურო ქალაქად დაასახელა მსოფლიო მასშტაბით.

 

თუკი ბათუმში უძრავი ქონების ინვესტირებით თქვენც დაინტერესდით, დაგვიკავშირდით. „ციტრონ გრუპი“ მზად არის გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია თქვენთვის სასურველი უძრავი ქონების შეძენაში. შეგახსენებთ, რომ „ციტრონ გრუპი“ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს, როგორც ბათუმში, ისე კურორტ ჩაქვში და გოდერძიზე.

created by